loader

ქეთევან იგნატოვას სახლში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქეთევან იგნატოვას სახლში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების და ისან-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ღამით, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ზაზა ც.-ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქეთევან ი.-ს ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები ცივი იარაღის მუქარით გასტაცა. მან სახლში მყოფ 5 ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ბოროტმოქმედთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ოჯახის უფროსს ზაზა ც.-ს და მის მეუღლეს ქეთევან ი.-ს დანით სხეულზე დაზიანებები მიადგათ. ბრალდებულმა ნაყაჩაღარ ნივთებთან ერთად მიმალვა მოახერხა. დაჭრილ ცოლ-ქმარს სამედიცინო დახმარება სტაციონარში ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რევაზ კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და მე-3 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით).