loader

"მასტერა" თბილისში ჩამოიყვანეს - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ჰოლანდიიდან ექსტრადირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მასტერა" თბილისში ჩამოიყვანეს - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ჰოლანდიიდან ექსტრადირებულია

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა", საქართველოში ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადიცია გამთენიისას განხორციელდა.

როგორც ჟურნალისტებს აეროპორტში მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა, დგებუაძის ექსტრადიცია მათი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.