loader

საავადმყოფოები სავსეა, დაჭრილი ჯარისკაცები ერევანში გადაჰყავთ - ცხელ-ცხელი ვიდეო კონფლიქტის ზონიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საავადმყოფოები სავსეა, დაჭრილი ჯარისკაცები ერევანში გადაჰყავთ - ცხელ-ცხელი ვიდეო კონფლიქტის ზონიდან

სომხურმა მხარემ მთიან ყარაბაღში, ფრონტის ხაზზე დიდი დანაკლისი განიცადა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხური ბიურო იტყობინება. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სომეხი ჯარისკაცების რაოდენობამ ასეულს გადააჭარბა. კონფლიქტის ზონასთან ახლომდებარე საავადმყოფოებში უკვე ადგილები აღარ ჰყოფნით და ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება დაჭრილების ერევანში გადაყვანასთან დაკავშირებით.

"რადიო თავისუფლების" მიერვე გავრცელებულ ამ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ გადაჰყავთ სასწრაფო დახმარების მანქანებს დაჭრილი ჯარისკაცები ერევანში.