loader

"აფხაზეთში გაქვს იარლიყი "ქართველი", აქ კი გაქვს იარლიყი "ლტოლვილი" - აფხაზეთში დარჩენილი ქართველების ორად გახლეჩილი ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აფხაზეთში გაქვს იარლიყი "ქართველი", აქ კი გაქვს იარლიყი "ლტოლვილი" - აფხაზეთში დარჩენილი ქართველების ორად გახლეჩილი ცხოვრება

როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში, გალის რაიონში დარჩენილი ქართველები, როგორია მათი ყოფა და რა საშიშროებისა და პრობლემების გადალახვა უწევთ, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და უკან დაბრუნებას ცდილობენ. გოგონა, რომელსაც ენგურის გადაცურვა მოუხდა იმისთვის, რომ თბილისში სასწავლებლად ჩამოსულიყო, ცხენშებმული საზიდარი, ე,წ, "პადვოდკა", რომელიც ენგურის ხიდზე გადასვლის მსურველთათვის ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, 23 წლის განმავლობაში ორად გახლეჩილი ოჯახები და ცხოვრება... - ყველაფერი ეს ნახეთ სპეციალურ სიუჟეტში, რომელიც "იმედის დრომ" მოამზადა.