loader

დავით საყვარელიძე უკრაინაში პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომელშიც სავარაუდოდ, სააკაშვილიც გაწევრიანდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით საყვარელიძე უკრაინაში პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომელშიც სავარაუდოდ, სააკაშვილიც გაწევრიანდება

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე უკრაინაში, მომავალ კვირას, პარტიის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში ლექციაზე საუბრისას საყვარელიძემ თავად განაცხადა.

"ამ დღეებში ყველაფერი გაჟღერდება. პარტიაში შევა ყველა ნიჭიერი და არაკორუმპირებული ადამიანი, ვისაც ამ ქვეყანაში რაიმეს შეცვლა უნდა", - აღნიშნა საყვარელიძემ. ის არ ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიაში ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც გაწევრიანდება.