loader

"25 წლის ბიჭი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს" - შალვა რამიშვილი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"25 წლის ბიჭი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს" - შალვა რამიშვილი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდას ცემის ფაქტია გადაღებული. როგორც შალვა რამიშვილი წერს, მისი თანამშრომელი, ილია ელერდაშვილი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს.
"ჩემი თანამშრომელი 25 წლის ილია ელერდაშვილი დღეს რუსთავში სახალხოდ სცემეს! სცემა 20 -მდე დაცვის პოლიციელმა! ბიჭ იცემა უმოწყალოდ, სასტიკად და დაუნდობლად! დღისით-მზისით! ზოგიერთი პოლიციელი იყო ნასვამი! პროკურატურაა საქმეში ჩრეული და ვნახოთ რა მოხდება!", - წერს შალვა რამიშვილი.