როგორ გამოიყურება ხელოვნებაში "გაცოცხლებული" განადგურებული ფული - ყვარელში გამოფენა „ქARTული ფული“ გაიხსნა
ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულს უერთდება.
ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო ტური და გამოფენა გაიხსნა. ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ინიციატივით და მათი უშუალო მონაწილეობით გამოფენა „ქARTული ფული“ მომზადდა, რომელიც განადგურებული ფულის ხელოვნებაში „გაცოცხლებას“ ითვალისწინებს.
სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის ნიშნების მიმოქცევაში გაშვებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ძველ, ხმარებისთვის გამოუსადეგარ ფულის ნიშნებს მიმოქცევიდან იღებს და მათ შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით ანაცვლებს. ნამუშევრებში მასალის სახით სწორედ ასეთი ფულია გამოყენებული. ნამუშევრის ავტორია ეროვნული ბანკის თანამშრომელი ბესარიონ ქართლელიშვილი.