loader

გაცხარებული სააკაშვილისა და გამომძიებლების დაპირისპირების ვრცელი ვიდეო - ოდესის გუბერნატორს კაბინეტის შესასვლელი დაუბლოკეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაცხარებული სააკაშვილისა და გამომძიებლების დაპირისპირების ვრცელი ვიდეო - ოდესის გუბერნატორს კაბინეტის შესასვლელი დაუბლოკეს

26 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩხრეკის მოტივით, ოდესის გუბერნატორს კაბინეტში შესასვლელი დაუბლოკეს.

"აი, რა ხდება დღეს ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში. მოგვიწია, კარები შეგვეგლიჯა, რომ ჩვენი თანამშრომლები გამოგვეყვანა იქიდან, რომლებიც ოთახში დაკავებული ჰყავდათ წყლისა და გარესამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე", - ამის შესახებ სააკაშვილმა ინციდენტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიდეოკადრებში, რომლებზეც ასახულია გუბერნატორის სიტყვიერი შელაპარაკება პროკურატურის თანამშრომლებთან, საქართველოს ექსპრეზიდენტი ძალიან გაღიზიანებულია და ჩხრეკას უკანონოს უწოდებს: "რასაც თქვენ სჩადიხართ, ეს არის უკანონობა, ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური პროვოკაცია. უნდა გრცხვენოდეთ! თქვენ დაქირავებული თაღლითები ხართ, რომლებიც აქ პროვოკაციის მოსაწყობად დაიქირავეს".