loader

რა ხდებოდა კახეთის გზატკეცილზე, სანამ მოძრაობა აკრძალული იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა კახეთის გზატკეცილზე, სანამ მოძრაობა აკრძალული იყო

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა დროებით აიკრძალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, 31 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ "სამგორამდე", ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალა.

მოუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყო და მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებდნენ, კახეთის გზატკეცილსა და ე. წ. ვარკეთილის ხიდებთან, ასევე მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთლუღის ბაზრისა და ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილზე დიდი საცობი წარმოიშვა.