loader

ქმარმა მამაკაცი მოკლა, რომელიც მისი ცოლის გაუპატიურებას ცდილობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქმარმა მამაკაცი მოკლა, რომელიც მისი ცოლის გაუპატიურებას ცდილობდა

მამადუ დიალო მანქანას სახლთან აყენებდა, როდესაც სასოწარკვეთილმა მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ მათ ბინაში მამაკაცი შევარდა და მისი გაუპატიურება სცადა. დიალო სასწრაფოდ სახლისკენ გაეშურა და როდესაც ნახევრად შიშველი 43 წლის ირლ ნაში ლიფტთან დაინახა, მას თავს დაესხა და შემოაკვდა. პოლიციამ 61 წლის მამადუ დააკავა და მას სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა. "არავინ არ არის ბედნიერი იმ ფაქტით, როდესაც ვინმესთან ჩხუბს დაიწყებ და ის შემოგაკვდება. არავის მოსწონს ეს, მაგრამ როდესაც შენ მამაკაცის ოჯახს ერჩი, მამაკაცის ცოლს, შენი ოჯახი უნდა დაიცვა", - განაცხადა დიალომ.