X
ამაღელვებელი კადრები: ქართველი კადეტი აშშ-ის პრეზიდენტმა დააჯილდოვა
23:15 / 03-06-2016
ქართველმა კადეტმა, რიგითმა სანდრო გულუამ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემია დაამთავრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 812 კურსდამთავრებულის გამოსაშვები ცერემონია კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო სფრინგსის საჰაერო ძალების სტადიონზე გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდა სამხედრო მფრინავებს დიპლომები გადასცა და წარმატებული კარიერა უსურვა.

სიტყვით გამოსვლისას ბარაქ ობამამ ახალგაზრდებს შვიდწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.
”როდესაც ინვესტიციას ვდებთ განათლებასა და შესაძლებლობების განვითარებაში მსოფლიოს მასშტაბით, კონფლიქტები და სამხედრო ინტერვენცია სულ უფრო ნაკლებად საჭირო ხდება“, - განაცხადა ობამამ.

დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი დაესწრო.

ცნობისთვის, რიგითი სანდრო გულუა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2012 წელს ჩაირიცხა. შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ, იმავე წელს, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. სანდრო გულუა საქართველოში 18 ივნისს დაბრუნდება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო