loader

"გატყობთ, მოწყურებული ხართ ეკონომიკაზე საუბარს" - რას პასუხობს ივანიშვილი PALITRANEWS-ის ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გატყობთ, მოწყურებული ხართ ეკონომიკაზე საუბარს" - რას პასუხობს ივანიშვილი PALITRANEWS-ის ჟურნალისტს

რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა PALITRANEWS-ის ჟურნალისტის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვის თანახმად, ბიზნესმენები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოიხსნა პოლიტიკური წნეხი, თუმცა ძალიან ბევრი ბარიერი ხვდებათ ბიუროკრატიის თვალსაზრისით დაბალ და საშუალო სახელისუფლებო რგოლებში, ხოლო რეგიონებში უფრო მძიმე მდგომარეობაა და დაბალ და საშუალო სახელისუფლებო რგოლებში ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რას უკავშირდება ეს - დაბალ კვალიფიკაციას თუ სხვა რამეს.