loader

"თქვენ თავად ხართ დამნაშავე და ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი" - გიორგი ვაშაძეს მაყურებელი პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ თავად ხართ დამნაშავე და ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი" - გიორგი ვაშაძეს მაყურებელი პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა

ჩემი გამზრდელი ჩემი შშობლები არიან და არა პარტია, - ასე უპასუხა პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მაყურებლის კითხვას "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა". როგორც მან განმარტა, ის დამოუკიდებელი ადამიანია და სწორედ იმიტომ შექმნა ახალი პარტია, რომ შემოიკრიბოს პროფესიონალები და ჩამოაყალიბოს მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. ვაშაძის თქმით, ვინც დამნაშავეა, ის ციხეში უნდა იჯდეს და მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის დანაშაულებრივი სისტემის ჩამოყალიბებაში.

PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი, "ჩემი კითხვა" ყოველ პარასკევს, 21:00-ზე გადის. ამ გადაცემის საშუალებით, პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. მესამე გადაცემის სტუმარია გიორგი ვაშაძე.

ასევე იხილეთ: "სინდისს ხომ აქვს საზღვარი, დაანებეთ ამ ტყუილებს თავი!" - რატომ გაცხარდა გიორგი ვაშაძე მაყურებელთან კამათისას

"პალიტრანიუსის" ინოვაციურ გადაცემაში მაყურებლებმა ერთმანეთი "დახოცეს"

რა რეაქცია ჰქონდა სააკაშვილს გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლაზე?

"ბოლოს და ბოლოს ვინ უნდა აგოს პასუხი ადამიანების გაუპატიურებაზე?!" - მწვავე კითხვა გიორგი ვაშაძეს