loader

"ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მითხრა: თუ დაგვჭირდა, გაგანადგურებთო" - მოქალაქე დავით ნარმანიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მითხრა: თუ დაგვჭირდა, გაგანადგურებთო" - მოქალაქე დავით ნარმანიას

"ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მითხრა: თუ დაგვჭირდა, გაგანადგურებთო" , - ასე მიმართა მოქალაქე მზია თეზელაშვილი ქალაქის მერ დავით ნარმანიას "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა". საქმე მშენებლობის ნებართვასა და მის ირგვლივ განვითარებულ გაუგებრობას ეხებოდა. ნარმანია დაინტერესდა აღნიშნული საკითხით, მზია თეზელაშვილი მოქალაქეთა მიღებაზე დაიბარა და ნათქვამის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომების გატარებას დაჰპირდა.

PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი, "ჩემი კითხვა" ყოველ პარასკევს, 21:00-ზე გადის. ამ გადაცემის საშუალებით, პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. მეოთხე გადაცემის სტუმარია თბილისის მერი დავით ნარმანია.

ასევე იხილეთ: ქუჩები, რომლებსაც ზაფხულში შეაკეთებენ - რას ჰპირდება ნარმანია თბილისელებს