loader

"ჩემო სიყვარულო, მადლობა, რომ მაბედნიერებ" - ანიტა რაჭველიშვილს მისმა რჩეულმა ხელი ნავში სთხოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემო სიყვარულო, მადლობა, რომ მაბედნიერებ" - ანიტა რაჭველიშვილს მისმა რჩეულმა ხელი ნავში სთხოვა

ხელის თხოვნის არაორდინალური ვიდეოები ინტერნეტ სივრცის მომხმარებლების გაოცებას ვეღარ იწვევს, თუმცა, ზოგჯერ ასეთი ჟანრის ვიდეოები განსაკუთრებით კარგად არის მოფიქრებული. მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს მისმა რჩეულმა ხელი ორიგინალურად სთხოვა. ანიტას რჩეულმა, ოთო მაისურაძემ საყვარელ ქალს დაქორწინება ბერლინში, ნავით გასეირნების დროს შესთავაზა. ანიტამ ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა წარწერით: "ჩემო სიყვარულო, მადლობა, რომ მაბედნიერებ". წყვილი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავს.