loader

ექსკლუზიური კადრები ოთახიდან, სადაც მაგდა პაპიძე და მისი ქმარ-შვილი ცხოვრობდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზიური კადრები ოთახიდან, სადაც მაგდა პაპიძე და მისი ქმარ-შვილი ცხოვრობდნენ

ქმრისა და 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს ხვალ, 4 ივლისს გამოუტანენ. საქმე 9 ტომისა და 30-მდე სასამართლო პროცესისგან შედგება. ამ ხნის განმავლობაში დაიკითხნენ ბრალდებისა და დაცვის მოწმეები. დაიკითხა თავად ბრალდებულიც, რომელიც ბრალს დღემდე არ აღიარებს. ჩატარდა პაპიძის ფსიქიატრიული ექსპერტიზაც, რომლის დროსაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბრალდებული შერაცხადია და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ის სრულად გააცნობიერებდა ჩადენილს.

როგორ გადაწყდება პაპიძის საქმე: დამნაშავედ სცნობენ მას თუ გაათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან - უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. "იმედის დრო" მაგდა პაპიძის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას შეეცადა.