loader

დნეპრში , დეპუტატი და მისი ცოლი ძირს დაგდებულ ქალს მასხრად იგდებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დნეპრში , დეპუტატი და მისი ცოლი ძირს დაგდებულ ქალს მასხრად იგდებენ

დნეპრში დეპუტატმა ალექსანდრ სამანსკიმ და მისმა ცოლმა ადგილობრივი მცხოვრები ქალი მასხრად აიგდეს, რომელმაც მათ შენიშვნა მისცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალს მარკეტიდან პროდუქტები მიჰქონდა. წყაროს ინფორმაციით, ქალმა სახლთან ახლოს შენიშვნა მისცა მძღოლს, რომელიც თავისი მანქანით სადარბაზოში შესვლას აფერხებდა. კადრებში, რომელიც იქვე მცხოვრებმა გადაიღო, ჩანს, როგორ წევს ქალი ძირს, მასთან კი დეპუტატი და მისი ცოლი დგანან, რომლებმაც ქალის პროდუქტები მიმოფანტეს, შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.

თავად დეპუტატი თავის ვერსიას ჰყვება. მისი თქმით, ქალი ნასვამი იყო. მან ჩანთა მანქანას დაარტყა და შუშა ჩაამტვრია. თავდაპირველად გინება და ყვირილი დაიწყო, შემდეგ კი ასფალტზე გაწვა და თქვა, რომ მათ გასვლის საშუალებას არ მისცემდა. დეპუტატის თქმით, ჩანაწერი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, სრულ სურათს არ ასახავს.