loader

რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების კადრები - ერთ-ერთი დაღუპული პილოტი აფხაზეთსა და 2008 წლის ომებში იბრძოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების კადრები - ერთ-ერთი დაღუპული პილოტი აფხაზეთსა და 2008 წლის ომებში იბრძოდა

ქალაქ პალმირას მახლობლად, რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენში რუსი სამხედრო პილოტები იმყოფებოდნენ. მი-35 "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა იმ ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, სადაც დაეშსა და სირიის არმიას შორის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, ორივე პილოტი დაიღუპა.

სირიაში ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენის ერთ-ერთი პილოტი, არაგატ ჰაბიბულინი, 90-იან წლებში აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანი იყო, - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.

55 წლის ჰაბიბულინი სამხედრო კარიერის განმავლობაში არაერთხელ იყო მივლენილი ცხელ წერტილებში. გამოცდილი პილოტი ჩეჩნეთის ორივე ომში 1993-94 წლებში აფხაზეთში, ხოლო 2008 წლის რუსეთ-სქართველოს აგვისტოს ომში სადაზვერვო მისიით შინდისში იმყოფებოდა. რუსეთის თავდაცვის უწყებამ ჰაბიბულინი და მასთან ერთად დაღუპული სამხედრო ინსტრუქტორი, სიკვდილის შემდეგ ორდენით დააჯილდოვა.