თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრის პოსტებს ტოვებენ
ორი "რესპუბლიკელი" მინისტრი თანამდებობას ტოვებს. როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაწერენ.