loader

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და "ჯეოსელი"-ს თანამშრომლებმა ბათუმში პლაჟი დაასუფთავეს - ჩაერთეთ ქვეყნის მოვლაში ინტერნეტით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და "ჯეოსელი"-ს თანამშრომლებმა ბათუმში პლაჟი დაასუფთავეს - ჩაერთეთ ქვეყნის მოვლაში ინტერნეტით

ბათუმში, აეროპორტთან ახლოს სანაპირო ზოლი ნაგვისგან გაიწმინდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და კომპანია "ჯეოსელი"-ს თანამშრომლებმა ახალბულვართან მდებარე პლაჟი დაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა.

კომპანია "ჯეოსელ"-მა სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, მოგზაურობისას მონიშნოს ტურისტულ ადგილებში დანაგვიანებული ადგილები და მობილური ინტერნეტის მეშვეობით გაუზიაროს სხვებს. ერთ სივრცეში თავმოყრილი ასეთი ინფორმაცია საშუალებას მისცემს ყველა მსურველს ჩაერთოს ქვეყნის მოვლაში და ეტაპობრივად დასუფთავდეს დანაგვიანებული ადგილები. პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და გულისხმობს საზოგადოების თითოეულ წევრის ჩართულობას და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას.