loader

გერმანიაში ნაჯახით შეიარაღებული კაცი მატარებლის მგზავრებს დაერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში ნაჯახით შეიარაღებული კაცი მატარებლის მგზავრებს დაერია

გერმანიის სამხრეთით, ქალაქ ვიურცბურგთან, მატარებელზე თავდასხმა, სავარაუდოდ, 17 წლის ავღანელმა მამაკაცმა განახორციელა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც სამგზავრო მატარებელში შეიჭრა და რამდენიმე ათეული ადამიანი ნაჯახითა და დანით დაჭრა, ლიკვიდირებულია.

არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღწევს. 3 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, 1 მსუბუქად არის დაჭრილი, 14 კი შოკირებულ მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევა სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვიურცბურგთან მოხდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ვიურცბურგი - ჰეიდინგსფილდის და ოქსენფურტის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.