loader

ამ კადრების ნახვისას დაგბურძგლავთ: ამერიკელი ექსტრემალი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადახტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ კადრების ნახვისას დაგბურძგლავთ: ამერიკელი ექსტრემალი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადახტა

ამერიკელი ექსტრემალი 7,5 კილომეტრის სიმაღლიდან ვერტმფრენიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა. ლუკ ეიკინსის თავდაცვის ერთადერთი საშუალება ხმელეთზე არსებული ბადე იყო, რომელის სიგრძე და სიგანე 30 მეტრს შეადგენდა. ამერიკელ სპორტსმენთან ერთად 3 პარაშუტისტი გადმოხტა, რომლებიც ჰაერში ეიკინსის დაზღვევას ცდილობდნენ. 42 წლის სპორტსმენის გადმოხტომას, რომელიც 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა, მაყურებელი Fოხ Nეწს-ის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ექსტრემალის წარმატებულ დაშვებას ოჯახის წევრები ადგილიდან გულშემატკივრობდნენ.

წინასწარი ცდების დროს 91 კილოგრამი წონის მქონე მანეკენმა ბადე გახია და ჩავარდა. კინომსახიობების გილდია კასკადიორისგან პარაშუტის გაკეთებას მოითხოვდა, თუმცა სპორტსმენმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მის წონას გაზრდიდა. სპორტული კარიერის განმავლობაში ექსტრემალმა 18 ათასი ნახტომი განახორციელა.