loader

რას ჰყვება ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც კადიროვის რეჟიმს თბილისში გამოექცა - "არ მეგონა, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება ჩეჩენი ბიზნესმენი, რომელიც კადიროვის რეჟიმს თბილისში გამოექცა - "არ მეგონა, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი"

PALITRATV.GE-ს ექსკლუზივი
ჩეჩნეთის მკვიდრი ტუმსო აბდურახმანოვი საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით სარგებლობს. 9 თვის წინ წვერის "არასწორი" სიგრძის გამო მას რამზან კადიროვის ადმინისტრაციის უფროსთან, ისლამ კადიროვთან მოუვიდა კონფლიქტი.
გრძელი წვერი და სუნიტური აღმსარებლობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩნეთში ფედერალურ ძებნაში გამოეცხადებინათ. კადიროვის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აბდურახმანოვი ამჟამად სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის.
ჩეჩნური კომპანია "«Электросвязи»-ს გენერალური დირექტორი ტუმსო აბდურახმანოვი გასული წლის 4 ნოემბერს, გროზნოს ერთ-ერთი ცენტრალური გზით სამსახურში მიემგზავრებოდა, როცა მისი წვერი მანქანიდან ისლამ კადიროვმა შენიშნა და მთელი კორტეჟით უკან გაჰყვა. მას მანქანიდან გადასვლა უბრძანეს და მობილური ტელეფონი წაართვეს. ისლამ კადიროვმა აბდურახმანოვის მობილურ ტელეფონში კრიტიკული შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეორგოლები იპოვა, რომლებიც ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას ეხება.
კადიროვის ბრძანებით, ტუმსო აბდურახმანოვი მის სამსახურებრივ აპარტამენტებში, "რწმენისა და გრძელი წვერის ტარების მიზეზის გასარკვევად" გადაიყვანეს.