loader

რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომზე 8 წლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომზე 8 წლის შემდეგ

აგვისტოს ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აცნობა აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს სრული განადგურება იყო.
ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"როდესაც რუსეთი შემოვიდა, მეორე დღეს ჩემთან ამერიკის ელჩი მოვიდა და მითხრა: კონდოლიზა რაისმა ჰკითხა ლავროვს, რა იყო მათი მიზანი საქართველოში შეჭრის დროს. მე ვკითხე, რა უპასუხეს-მეთქი და "საქართველოს სრული განადგურებაო", მითხრა. მათ ქართველი ერის განადგურება სურდათ და ამას არც კი მალავდნენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ომის დროს "გადარჩა", უკრაინის დახმარება იყო.

"უკრაინაში ვამზადებდით ჩვენს სამხედრო სპეციალისტებს. უკრაინამ მოგვცა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც სრულიად კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა შეჭრის პირველ დღეებში. უკრაინამ გადმოგვცა „ბუკ“-ისა და „ოსა“-ს სისტემები, რომელთა საშუალებით ჩვენ 12 რუსული ბომბდამშენი ჩამოვაგდეთ, მათ შორის, სტრატეგიული ბომბდამშენი "ტუ-22 მ-3", რომელიც მანამდე არავის არასდროს არ ჩამოუგდია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორის თქმით, როდესაც ამბობენ, რომ კონფლიქტის ინიციატორი საქართველო იყო, ბევრს ავიწყდება, რომ რუსული შავი ზღვის ფლოტის ხომალდებმა უკრაინული წყლების დატოვება 2008 წლის აგვისტომდე დაიწყეს.