loader

ავარია გონიოში: ავტომობილის ხეზე შეჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია გონიოში: ავტომობილის ხეზე შეჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

გონიოში BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი - 33 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გვერდით მჯდომი მგზავრი კლინიკა "მედინას" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც "palitratv.ge" -ს სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, გამოძახებიდან 10 წუთში ბრიგადა ადგილზე მივიდა, თუმცა, მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მგზავრი ავარიის შემსწრე სხვა მძღოლებმა საავადმყოფიში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკა "მედინაში" აცხადებენ, დაშავებული მიმღებიდან მალევე რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.