loader

რა ვიცით ზაზა ნადირაძის რთული ცხოვრებისა და იმ პირობების შესახებ, რომელშიც ოლიმპიადის წინ ემზადებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით ზაზა ნადირაძის რთული ცხოვრებისა და იმ პირობების შესახებ, რომელშიც ოლიმპიადის წინ ემზადებოდა

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა. ნახეთ ვიდეო
სპორტსმენის მეგობარი ლევან ყურაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე მის პრობლემებზე წერს:

"ადამიანს, რომელსაც საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს, ეკიპირებას თავისი ფულით ყიდულობს და დამატებითი შემოსავლის გამო მშენებლობებზე მუშაობს ხოლმე, ჯერ ოლიმპიადაზე მოხვდა (პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამ სახეობაში გვყავდა ოლიმპიადის მონაწილე), მერე ფინალში გავიდა და იქაც სულ ცოტა დააკლდა მედლამდე. მე-5 ადგილიც კი სასწაულია და დარწმუნებული ვარ საერთოდ არავინ ელოდა მისგან ამ შედეგს. ყოჩაღ და მადლობა ზაზა! პ.ს. იქნება ინამუსოს სახელმწიფომ და ნავი მაინც უყიდოს ამ კაცს" - წერს ყურაშვილი პოსტში.

ნახეთ სრული ტექსტი "ამბებზე"
გამოყენებული ვიდეო| ზაზა ნადირაძე — მაისურის გამო დაკარგული ლიცენზია და გამოტოვებული ლონდონის ოლიმპიადა
sputnik-georgia.com