loader

ხანძარი კურდღელაურის სასაფლაოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი კურდღელაურის სასაფლაოზე

თელავში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე სასაფლაოს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია სასაფლაოს ნაწილი. ცეცხლი ახლომდებარე ეკლესიის ეზოსაც მოედო.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლის ალი პირველად დაახლოებით 2 სააათის წინ შენიშნეს, რის შემდეგაც გამოიძახეს სახანძრო სასამსხური, თუმცა, მეხანძრეების მისვლამდე ცეცხლის ლოკალიზებას საკუთარი ძალებით შეეცადნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს, ცეცხლის გავრცელების და ახლომდებარე შენობებზე გადადების საფრთხე არ არსებობს.

ავტორი: ერეკლე ცოცანიძე