ახალი დეტალები დემურ სტურუას საქმეში - პოლიციელი მას მიცვალებულის ტელეფონის მოპარვაში ადანაშაულებს?
ახალი დეტალები თვითმკვლელობით დაღუპულ დემურ სტურუას საქმეში - პოლიციელი, რომელიც მის წერილში ფიგურირებს, ჩვენებაში ამბობს, რომ სტურუამ მეგობრის დაკრძალვაზე მიცვალებულის ტელეფონი მოიპარა. ამ ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს ოჯახი და პოლიციელის დასჯას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიცვალებულის ამოთხრითა და პოლიციასთან მისვენებით იმუქრებიან.