loader

"მაიმუნო ვირიშვილო" - ალეკო ელისაშვილი ნარმანიას მთელი მონდომებით ეძახის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაიმუნო ვირიშვილო" - ალეკო ელისაშვილი ნარმანიას მთელი მონდომებით ეძახის

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მერიის შენობას პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ქალაქში ხეების ჭრას და მოითხოვენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის თანამდებობიდან გადაყენებას. აქციის მონაწილეებმა ასევე შეძახილებით მიმართეს დავით ნარმანიას: "ნარმანია, შე მაიმუნო, ვირიშვილო, გამოდი". საპროტესტო აქციამ თბილისის მერიის შენობასთან პერფორმანსის სახე მიიღო. აქცია სხვადასხვა მუსიკოსების მუსიკალური გაფორმებით მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ პოლიტიკოსებიც. მათ შორის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც თბილისის მერის მისამართით გულმოდგინედ სკანდირებდა.

ასევე ნახეთ| "ქინ ძა-ძა!" - რომელი ფილმიდან ჩაელექა ნარმანიას ტვინში "ვირიშვილო მაიმუნო"?

"მაიმუნი ვირიშვილი ეს" - წყობიდან გამოსულმა ნარმანიამ გარემოსდამცველს შეხვედრა დაატოვებინა