loader

რა ხდებოდა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც მარგველაშვილმა ოლიმპიელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც მარგველაშვილმა ოლიმპიელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ლაშა ტალახაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, შმაგი ბოლქვაძე, ირაკლი თურმანიძე და გენო პეტრიაშვილი "რიო 2016"-ის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისთვის, ასევე ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვრილისთვის დაჯილდოვნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებული ოლიმპიელები ავლაბრის სასახლეში მიიღეს.

პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ მიღებას ქართველ ოლიმპიელებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.