loader

რუსთავში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის არეში დანით ერთი ჭილობა აქვს მიყენებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მეზობლებმა განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი მეზობელ კორპუსში მცხოვრები მამაკაცია. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. კადრებს შემთხვევის ადგილიდან info rustavi ავრცელებს.