loader

"კართან მოდგა შემოდგომა..." - ცნობილი დუეტის ემოციური სიმღერა მოხუცთა თავშესაფარში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კართან მოდგა შემოდგომა..." - ცნობილი დუეტის ემოციური სიმღერა მოხუცთა თავშესაფარში

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში განსკუთრებულად პოპულარული იყო.
ყველაზე ხშირად მათთვის სიმღერებს ოთარ თევდორაძე ქმნიდა, მათ შორის იყო სიმღერა "კართან მოდგა შემოდგომა", რომლის მელოდია და ტექსტი ხალხს დღემდე ახსოვს.
ისინი ყოველთვის ერთად მოიაზრებოდნენ, თუმცა, მეუღლეებისგან შემდგარი დუეტი დღეს ცალ-ცალკე ცხოვრობს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომღერალი არჩილ ჩიხლაძე შიმშილობის ზღვარზეა, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით მომღერლის ქალიშვილმა ირმა ჩიხლაძემ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე იყო და 80 წლის არჩილ ჩიხლაძეს მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ასეა თუ ისე, დღეს არჩილ ჩიხლაძე თბილისში მოხუცებულთა ერთ-ერთ თავშესაფარში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ სწორედ ამ პანსიონატის (Barbare XXI - Home For The Elderly) ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ მღერიან დუეტში მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები ხნობილ სიმღერას "კართან მოდგა შემოდგომა..."
ვიდეოს თანდართული აქვს ასეთი წარწერა: "არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეები. დუეტი 33 წლიანი შესვენების შემდეგ Barbare XXI - Home For The Elderly - ში. დიახ, სწორედ ჩვენი პანსიონატი გახდა მიზეზი 33 წლიანი შესვენების შეწყვეტისა. ბატონი არჩილი ამ სახლის ერთერთი მასპინძელია (ბენეფიციარია). საოცრად თბილი და მშვიდი ბატონი არჩილი..."

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე