loader

საპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის 170 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის1357 ფაქტი გამოვლინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის 170 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის1357 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, 2016 წლის 6-8 სექტემბერს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 59 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 20 ფაქტი; ოჯახური ძალადობის (სსკ-ის 126 პრიმა მუხლი) - 4 ფაქტი; ცემის (სსკ-ის 125-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 50 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 50 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 31 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181 პრიმა მუხლი) – 29 ფაქტი.