დათო ტურაშვილი ნიკა რურუას მხარდამჭერ ვიდეოში და მწერლის პოლიტიკური ტრანსფორმაცია 2012-16 წლებში
ნიკა რურუას წინასაარჩევნო კამპანიაში ახალგაზრდა მსახიობის, თინა მახარაძის შემდეგ მწერალი დათო ტურაშვილი გამოჩნდა, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილის დიდი აღშფოთება გამოიწვია. როგორც ჩანს, მათთვის დათო ტურაშვილისგან რურუასთვის მინიჭებული ნდობა მოულოდნელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ინტერნეტში პოპულარულია ვიდეოკოლაჟი, რომელშიც წარმოდგენილია დათო ტურაშვილის 2012 წლის ცნობილი სატელევიზიო გამოსვლა და ახალი ვიდეო, სადაც ის მხარს ნიკა რურუას უჭერს.