loader

გლობალური დათბობის გამო ოკეანეში ტროპიკული დაავადებები ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლობალური დათბობის გამო ოკეანეში ტროპიკული დაავადებები ვრცელდება

გლობალური დათბობების გამო, ოკეანეში ისეთი დაავადებები ვრცელდება, რომლებიც ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს. "ბიბისის" ცნობით, აღნიშნულ დასკვნამდე 80 მეცნიერი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში მივიდა.

მეცნიერების დასკვნის თანახმად, 1970-იანი წლებიდან მსოფლიო ოკეანეებმა პლანეტის ტემპერატურის ზრდის 93 % შთანთქა ანუ გლობალური დათბობის პროცესში დედამიწის "ფარი" გახდა. თუმცა, ამან ოკეანის ბინადრების ცხოვრების სისტემა სრულად შეცვალა. კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე პლანქტონებმა, მედუზებმა, წყლის კუმ და თევზების ზოგიერთმა სახობამ იმ წყლებში გადაინაცვლეს, რომლებიც მათთვის სრულიად უცხო იყო.