loader

"ამოიღე ხმა! შენ არ ამოიღე არასდროს!" - როგორ გადაჰყავთ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი ციხეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამოიღე ხმა! შენ არ ამოიღე არასდროს!" - როგორ გადაჰყავთ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი ციხეში

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. კადრები, რომლებსაც მონტაჟის გარეშე გთავაზობთ, "Palitratv.ge"-ს კორესპონდენტმა დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შენობასთან გადაიღო.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა. სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, ადგილობრივი რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა, ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა.

ავტორი: ირაკლი აკობია

ასევე იხილეთ: "მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო... სრულიად უდანაშაულო ვარ" -დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გამოძიებას ჩაბარდა