loader

"ნიკა გვარამია "დამოუკიდებელ" პოლიტიკოსებს აკონტროლებს" - ახლახან გავრცელებული სკანდალური ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკა გვარამია "დამოუკიდებელ" პოლიტიკოსებს აკონტროლებს" - ახლახან გავრცელებული სკანდალური ჩანაწერი

ვიდეოპორტალ Youtube-ზე აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც, ვიდეოს გამავრცელებლების მტკიცებით, ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარია წარმოდგენილი.

ასევე ნახეთ| გაქვს კითხვები პაატა ბურჭულაძესთან? - PALITRANEWS-ი ინოვაციური გადაცემისთვის მონაწილეებს ეძებს

გავრცელებული ვიდეო, სახელწოდებით "Ника Гварамия контролирует "независимых" политиков" ("ნიკა გვარამია "დამოუკიდებელ" პოლიტიკოსებს აკონტროლებს") youtube-ზე 13 სექტემბერს არხმა, სახელწოდებით Creative Georgia News-მა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ youtube-ზე აღნიშნული არხი სპეციალურად ამ ვიდეოს გასავრცელებლად არის შექმნილი, ვინაიდან ამ არხზე სხვა ვიდეოები არ არსებობს.

გავრცელებულ ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
Facebook/ნიკა გვარამია: "ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად, არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არ დაჭირდა სუსს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ".