loader

როგორ და რისთვის დააკავეს კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი ქუთაისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ და რისთვის დააკავეს კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი ქუთაისში

კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრერსსამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ ჭ.
პერტაიას განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უაკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.