loader

რვაშვილიანი ოჯახი სახელმწიფოს სახლი უკანონოდ წართმევაში ადანაშაულებს - არასწორად აღრიცხული ქონება თუ საჯარო რეესტრის შეცდომა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რვაშვილიანი ოჯახი სახელმწიფოს სახლი უკანონოდ წართმევაში ადანაშაულებს - არასწორად აღრიცხული ქონება თუ საჯარო რეესტრის შეცდომა

არასწორად აღრიცხული ქონება თუ საჯარო რეესტრის შეცდომა. 8 შვილიანი ოჯახი აცხადებს რომ საჯარო რეესტრმა მათი უძრავი ქონება ქონების მართვის სააგენტოს გადასცა. გელაშვილების განმარტებით შეცდომა საცხოვრებელი ფართის აღრიცხვისას მოხდა. როგორც დაზარალებული ოჯახი აცხადებს, მეტეხის აღმართზე მდებარე 83 კვადრატული მეტრი ფართობის 2 საართულიანი სახლიდან, სახელმწიფომ აღრიცხვაზე მხოლოდ მეორე სართული აიყვანა. ამის შესახებ კი 15-სულიანმა ოჯახმა მხოლოდ 14 წლის შემდეგ გაიგო.

გელაშვილების ოჯახი სახელმწიფოს მათი ქონების მიტაცებაში ადანაშაულებს და დახმარებას მთავრობას სთხოვს. მათ შიმშილობა დაიწყეს , საპროტესტო აქციები კი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მთავრობის კანცელარიასთანა მოაწყვეს. საჯარო რეესტრში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულია. მიზეზი კი დოკუმენტების მოუწესრიგებლობაა.