loader

"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავად განვითარდნენ, ან შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში, ან დაბრუნდნენ იქ, სადაც იყვნენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავად განვითარდნენ, ან შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში, ან დაბრუნდნენ იქ, სადაც იყვნენ"

14 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის "ლიბერალურ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის ერთ-ერთი სასაუბრო თემა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი იყო. ჟირინოვსკის განცხადებით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არაღიარებული ტერიტორიებია და ამიტომ აფხაზეთი კრასნოდარის მხარის აფხაზურ რაიონად უნდა იქცეს. ამ უკანასკნელის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ აფხაზი ექსპერტები და პოლიტიკოსები.

პრესკონფერენციაზე სააგენტო ТАСС-ის ჟურნალისტმა ჟირინოვსკის დაუსვა კითხვა, რამდენად გონივრულია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევა. როგორც რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ამ დღეებში გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული, 2019 წლამდე რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს ამ ოკუპირებულ რესპუბლიკებს საკუთარი ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 მილიარდი რუბლი გამოუყოს. ჟირინოვსკის პასუხი კი ასეთი იყო: "ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის პოზიცია არის ის, რომ არცერთ რესპუბლიკას არასდროს არავინ დაეხმაროს".

წაიკითხეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე