loader

ბიძინა ივანიშვილი - გუბაზ სანიკიძემ ფული ვერ იშოვა და მაკრიტიკებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი - გუბაზ სანიკიძემ ფული ვერ იშოვა და მაკრიტიკებს

გუბაზ სანიკიძე მოვიდა ხელისუფლებაში, ფული ვერ იშოვა და მაკრიტიკებს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"რაც შეეხება "ეროვნულ ფორუმს". კოალიციის პარტნიორი იყო. უშუალოდ გუბაზისთან, ვთქვათ მოკლედ, პირადი კონფლიქტი არასოდეს მქონია. გადმოხტა და ისეც ცუდად მომიხსენიებს. ამ დროს ნახეთ მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მილიონერი უნდა გახდეს. მოვიდა პოლიტიკაში ეს კაცი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეკავა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მაგრამ ვერ იშოვა. ახლა ესენიც ჩემს წასვლას ნატრობენ, ცუდად მომიხსენიებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.