loader

უნიკალური შანსი მკითხველს: გახდით ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური შანსი მკითხველს: გახდით ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი

19 სექტემბრიდან, გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველს საშუალება ექნება ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი გახდეს. მონეტები 585 სინჯის ოქროსგანაა ჩამოსხმული.

ოქროს მონეტები საიუველირო სალონ "დიადემას" მიერ, მაღალი საუიველირო ოსტატობითაა შესრულებული.

ისტორიული პროექტი, "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. იგი უნიკალურ წიგნ-ალბომსა და ყოველთვიურად გამოსული ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში არსებული მონეტების ზუსტი ასლების კოლექციას აერთიანებს. "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" ეროვნული მუზეუმის, პალიტრა L-ისა და გაზეთ "კვირის პალიტრის" ერთობლივი პროექტია.

მონეტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების ზუსტ ასლებს წარმოადგენს.

როგორ გამოვლინდება ოქროს მონეტის მოპოვების ათასობით მსურველთა შორის 3 იღბლიანი? ამისათვის
გაზეთ "კვირის პალიტრის" 19-26 სექტემბრის ნომერთან ერთად შეიძინეთ "გამომცემლობა პალიტრა L"-ის პროექტის ‒ "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" ‒ ფარგლებში გამოსული მე-4 მონეტა ‒ ალექსანდრე მაკედონელის სტატერი.

შეფუთვაში ნამდვილი ოქროს მონეტის ნაცვლად, მეტალის ასლი დაგხვდებათ. კარგად დააკვირდით მას და თუკი თქვენს მონეტაზე, გვერდითა მხარეს სპეციალური სამნიშნა კოდი იქნება დატანილი, თქვენ ოქროს მონეტის მფლობელი გახდით.

სწორედ ამ კოდის მიხედვით მოხდება გამარჯვებულის იდენტიფიცირება. მოგების შემთხვევაში პრიზის ‒ ნამდვილი ოქროს მონეტის ‒ მისაღებად 26 სექტემბრიდან -24 ოქტომბრის ჩათვლით, "გამომცემლობა პალიტრა L"-ში უნდა წარმოადგინოთ მომგებიანი მონეტა თავისი შეფუთვით, რის საფუძველზეც გადმოგეცემათ პრიზი, ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტა. გამარჯვებულმა თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა.

პროექტის ფარგლებში უკვე 3 მონეტა გამოვიდა. თუკი ამჟამად აპირებთ მონეტების კოლექციის შეგროვებას, უკვე გამოსული მონეტებისა და წიგნი-ალბომის შეძენა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ.

ავტორი: ეკა მელიქიძე