loader

მე არ მიწოდებია მისთვის არც მატყუარა და არც უსაქმური - უსუფაშვილი ივანიშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე არ მიწოდებია მისთვის არც მატყუარა და არც უსაქმური - უსუფაშვილი ივანიშვილზე

მე არ მიწოდებია მისთვის არც მატყუარა, არც უსაქმური, არც არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, არც მტრის მაქებარი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ბიძინა ივანიშვილზე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილზე მეტია დამოკიდებული ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ამიტომ უსუფაშვილს "არ უხარია, თუ ის არაავტორიტეტული აღმოჩნდება". დავით უსუფაშვილმა პარალელები გაავლო "ქართული ოცნების" ტაქტიკასა და "ნაციონალური მოძრაობის" 2004 წლის ქმედებებს შორის და განაცხადა, რომ "ტაქტიკურად ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს 2004 წლის მიშას პოლიტიკა და დღევანდელი "ოცნების" პოლიტიკა".

იხილეთ ასევე: რატომ დაიწუნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე, როცა ის თავდაპირველად უსუფაშვილმა შესთავაზა?

მე რომ ვყოფილიყავი ის ადამიანი, ვინც პროკურატურის პრესტიჟზე ზრუნავს, ვურჩევდი, არ გამოეტანათ ეს კადრები არჩევნებამდე - დავით უსუფაშვილი

მშვიდად და თავისუფლად უნდა შევეგუოთ სამართლიან არჩევნებში მარცხს - დავით უსუფაშვილი