loader

სტიქია გურიაში - ქარბორბალამ 50-მდე სახლს სახურავები გადახადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქია გურიაში - ქარბორბალამ 50-მდე სახლს სახურავები გადახადა

სტიქია გურიაში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ოზურგეთის მერის ინფორმაციით, ქარბორბალას შედეგად დაზიანებული სახლების რაოდენობა რეგიონში ამ ეტაპზე 50-ზე მეტია. მხოლოდ სოფელ ბოხვაურში სახურავი 20-მდე საცხოვრებელ სახლს აქვს გადახდილი. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძი, რის გამოც 10-მდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრობლემები შეიქმნა სოფელ ჭანიეთშიც. დატბორილია გზები, თუმცა, ადგილზე მუნიციპალური ტექნიკა უკვე მუშაობს. გურიაში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.