loader

სკანდალური ჩვენება ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: "ერთ-ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ ესროლა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ჩვენება ნავთლუღის სპეცოპერაციაზე: "ერთ-ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ ესროლა"

მოწმის სკანდალური ჩვენება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე - ყოფილი სამართალდამცველი აცხადებს რომ ერთ ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ ესროლა. ჯონი ჯოხარიძე 2006 წელს ნავთლუღის ტერიტორიაზე ზონის ინსპექტორი იყო. სასამართლოზე მიცემული ჩვენების მიხედვით, სპეცოპერაციის დროს ის შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით იდგა, დაინახა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაჩერდა რამდენიმე ავტომანქანა, საიდანაც 5-6 ადამიანი გადმოვიდა და სროლა დაიწყეს. როგორც მოწმე ამბობს, მან დაინახა ერთ-ერთ დაცემულ პირზე ნიღბიანმა პირმა როგორ განახორციელა გასროლა. მისივე ცნობით, ეს პირი დათა ახალაია იყო. ჯოხარიძის განცხადეებით, შემდეგ ტერიტორიაზე იარაღები მიიტანეს და დაალაგეს, გარდაცვლილებს კი მისივე თქმით იარაღი არ ქონიათ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიასა და გია დგებუაძეს განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.