loader

რუსთავში ზოგან სააგიტაციო პლაკატები ჩამოხსნეს - შელაპარაკება დავით კირკიტაძესა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში ზოგან სააგიტაციო პლაკატები ჩამოხსნეს - შელაპარაკება დავით კირკიტაძესა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შორის

რუსთავის მერიის ა(ა)იპ "დასუფთავების" თანამშრომლებმა ქუჩებში, აკრძალულ ადგილებში გაკრული საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებისგან ქალაქის გაწმენდა დაიწყო. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა შარტავასა და მეგობრობის გამზირის შუაგამყოფ-მწვანე ზოლში განთავსებული ყველა პარტიის, მათ შორის ",ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატების პლაკატები და ბანერები ჩამოხსნეს.
პლაკატებისა და ბანერების ჩამოხსნა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ გააპროტესტა. დასუფთავებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა კირკიტაძეს განუმარტეს, რომ საკრებულოს შესაბამისი განკარგულების თანახმად, აკრძალულ ადგილებში სააგიტაციო მასალის გაკვრა არ შეიძლება.
როგორც რუსთავის მერიის ა(ა)იპ "ზედამხედველობის" სამსახურში გამარტავენ, რუსთავის საკრებულოს 2016 წლის 16 ივნისის #840 განკარგულებით, მკაცრად არის განსაზღვრული ის ადგილები, სადაც დაშვებულია ან დაუშვებელია საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება და დასუფთავების სამსახურმა დღეს სწორედ აკრძალული ადგილებიდან ჩამოხსნა სააგიტაციო მასალა.

ავტორი: მარი ვარდოშვილი