loader

სააკაშვილის "გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა", რომლის შესახებ მოქალაქეებს არაფერი უნდა სცოდნოდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილის "გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა", რომლის შესახებ მოქალაქეებს არაფერი უნდა სცოდნოდათ

დღეს ინტერნეტში მორიგი ფარული ჩანაწერი გამოჩნდა, რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს, აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს "რევოლუციურ სცენარზე" ესაუბრება. ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ფარული გეგმები ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი. პირველი სატელეფონო ჩანაწერი ჯერ კიდევ 1 წლის წინ, 2015 წლის 24 ოქტომბერს გამოჩნდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას ესაუბრება. ჩანაწერში სააკაშვილი ახსენებს ბოევიკებს და, ჩანაწერის მიხედვით, მის სცენარში სროლაც ისმის...
აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა კიდევ ორი სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი. პირველი 29 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის, მეორე კი 2 ნოემბერს, სააკაშვილსა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის.

ასევე ნახეთ| "ხალხის რევოლუცია და დედის ტყ***" - ინტერნეტში სავარაუდოდ, სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებზე ფარული ჩანაწერები ვრცელდება