loader

55-წლიანი პაუზის შემდეგ ბარაკ ობამამ კუბაზე აშშ-ის ელჩი წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

55-წლიანი პაუზის შემდეგ ბარაკ ობამამ კუბაზე აშშ-ის ელჩი წარადგინა

55-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად, ბარაკ ობამამ კუბაზე აშშ-ის ელჩის პოსტზე ჯეფრი დელაურენტისის კანდიდატურა წარადგინა. დიპლომატი აღნიშნულ თანამდებობაზე საბოლოოდ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, რომელსაც ძირითადად "რესპუბლიკური პარტიის" წევრები წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, რესპუბლიკელები კუბასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ეწინააღმდეგებიან. ჰავანასა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობების მოწესრიგება 2014 წლის დეკემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ბარაკ ობამამ კონგრესს კუბის წინააღმდეგ ემბარგოს მოხსნის შესახებ მიმართა. შედეგად აღდგა საჰაერო მიმოსვლა და ეკონომიკური ურთიერთობები. მიმდინარე წლის მარტში, ბოლო 88 წლის განმავლობაში, კუბას ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც ეწვია.