loader

დავით ნარმანია - ტროტუარებზე პარკირების ადგილებს ეტაპობრივად ვაუქმებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით ნარმანია - ტროტუარებზე პარკირების ადგილებს ეტაპობრივად ვაუქმებთ

ტროტუარებზე პარკირების ადგილებს ეტაპობრივად ვაუქმებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მერის თქმით, ეს იწვევს მძღოლების უკმაყოფილებას. ამიტომ მერია ამ საკითხს ფრთხილად უდგება.

თბილისის მერის განმარტებით, ვიწრო ტროტუარებზე თითქმის სრულად აღიკვეთა პარკინგის ზოლები, ხოლო იქ, სადაც შესაძლებელია ფეხით მოსიარულეებიც გადაადგილდნენ და მანქანაც დადგეს, ჯერ პარკინგის ზონა დატოვებულია. თბილისის მერი ვარაუდობს, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც აშენდება მრავალსართულიანი პარკინგები, ტროტუარები სრულად გათავისუფლდება პარკირების ზონისგან.