loader

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ნაციონალისტი ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც მარჯანიშვილზე არეულობის დროს დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ნაციონალისტი ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც მარჯანიშვილზე არეულობის დროს დააკავეს

"ნაციონალისტური მოძრაობა - ქართული ძალის" ნაწილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, ნაწილი კი სასამართლო დარბაზიდან მშობლების ზედამხედველობის პირობით გაათავისუფლა. გირაო შეეფარდა ამ საქმეში ბრალდებულ 5 სრულწლოვან პირს, ხოლო დანარჩენი 7 არასრულწლოვანი მშობლების ზედამხედველობის პირობით გაათავისუფლა. სასამართლო სხდომა დახურული იყო, ვინაიდან საქმეში მონაწილე ბრალდებულების ნაწილი არასრულწლოვანია. პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. "ნაციონალისტური ორგანიზაცია - ქართული ძალის" 11 წევრი პოლიციამ რამდენიმე დღის წინ მეტროს სადგურ "მარჯანიშვილთან" დააკავა. ისინი აღმაშენებლის გამზირზე თურქულ რესტორნებზე მინებს ამსხვრევდნენ და ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ.